დედაენის ბაღში საახალწლო სოფელი გაიხსნა

12:12, 24.12.2017

დედაენის ბაღში მოწყობილ საახალწლო სოფელში, სტუმრების მისაღებად თითქმის ყველაფერი მზად არის.

გახსნილია საახალწლო ბაზრობა. ბავშვებისათვის 7 იანვრის ჩათვლით ატრაქციონები იმუშავებს. მოეწყო ყინულის მოედანი.

პარკში, ერთ-ერთ სტენდზე მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნივთებიც გაიყიდება. საღამოს დედაენის ბაღში კონცერტია დაგეგმილი.

ამ წუთისთვის პარკში სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიებებს ბაღი შობამდე უმასპინძლებს.

მსგავსი