დედაენის ბაღისა და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისში დედაენის ბაღისა და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი მოიცავს მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაციას, ასევე, მიმდებარე სარეკრეაციო ზონების განახლებას და ადაპტაციას.

პროექტის ფარგლებში 9 მარტისა და დედაენის ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი მოეწყობა. პროექტი „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის მიმდინარეობს დღეს ადგილზე გაეცნო დედაქალაქის მერი.