„აქტუალური შაბათი“ – 11 ივნისს, 21:00
დებატები საქართველოს ევროპულ მომავალზე – ხელისუფლების კრიტიკოსები პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვენ. რას ემსახურება კრიტიკა სტატუსის მოლოდინში, ვინ რა პოლიტიკურ სარგებელს ეძებს საერთო ეროვნულ ინტერესში და ვინ არის პასუხისმგებელი ევროპარლამენტართა აღქმებზე.
პრეზიდენტის საყვედური ხელისუფლებას და ოპოზიციისთვის გაცრუებული იმედი – ზურაბიშვილი აკრძალულ ვიზიტებზე საუბრობს, პრემიერი კი ამბობს, რომ პრეზიდენტისგან მიღებული ყველა ოფიციალური მიმართვა დაკმაყოფილებულია.
სტუმრები: თამარ ჩარკვიანი – პარტია „კანონი და სამართალი“ – თავმჯდომარე; გიორგი ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი.