დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი დებატები გაიმართა. კიდევ ერთხელ იმსჯელეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. მსჯელობა ევროკომისიის წარმომადგენელმა მაგნუს ბრანერმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს პროგრესირებადი დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან შემაშფოთებელია“. ევროპარლამენტართა უმრავლესობამ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“, აღინიშნა, რომ მიმდინარეობს რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ. დეპუტატების მეორე ნაწილის კრიტიკა ძირითადად ევროკავშირისკენ იყო მიმართული.