დებატები ევროპარლამენტში – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
ევროპარლამენტის მორიგი მკაცრი რეზოლუცია ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო არ მიჰყავს ევროკავშირის მიმართულებით და ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება – ასეთია ოპოზიციის შეფასება. მათივე განცხადებით, ევროპარლამენტში გამართული დებატები დასტურია იმისა, რომ საქართველო აქტუალურია ევროკავშირისთვის და ეს მდგომარეობა ხელისუფლებამ ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად უნდა გამოიყენოს.
მმართველ პარტიაში კი სტრასბურგში გამართულ დებატებს მორიგ აბსურდს უწოდებენ და ამბობენ, რომ საქართველოს – უარგუმენტო ბრალდებებით ესხმიან თავს.