დებატები ევროპარლამენტში - გამოხმაურება თბილისში

საქართველოს შესახებ დღეს საღამოს ევროპარლამენტში დებატებია ჩანიშნული. ევროპელი კანონმდებლები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის, სავარაუდოდ, იქნება BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმიც, ასევე, შესაძლო სანქციების ამოქმედება. დებატებამდე, ევროპარლამენტარებისგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მორიგი მწვავე განცხადებები გაკეთდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვალ ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის გაფართოებაა.

ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებსა და მოლოდინებზე განცხადებები კეთდება თბილისში.