დებატები ევროპარლამენტში - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

ევროპარლამენტში გამართული დებატები და კრიტიკული გზავნილები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თუ ხელისუფების კურის არ შეიცვლება, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მძიმე იზოლაციაში მოექცევა.

მათივე თქმით, არაერთი ევროდეპუტატის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველომ დემოკრატიულ გზას გადაუხვია, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის მიუღებელია. მათივე თქმით, იმ დეპუტატების განცხადებები, რომელიც გაუგებარი იყო, საეჭვო წარსული აქვთ. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საერთაშორისო რეიტინგებში ყველა პარამეტრით მოწინავე პოზიციაზე არიან.