დებატები ევროპარლამენტში

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. დეპუტატებმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს. სიტყვით გამოვიდა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელიც. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადებების გარდა, ევროპარლამენტარებმა შეაფასეს საქართველოს მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ მიღებული ზომები.