საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები.
ევროდეპუტატთა ნაწილმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. მმართველი გუნდის მიერ ევროპული კურსიდან გადახვევის ბრალდების გარდა, ისმოდა მოწოდებები ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა და სანქციების დაწესების თაობაზე, თბილისში მიმდინარე აქციების დროს ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე განხორციელებული ძალადობის გამო. ევროდეპუტატთა ნაწილმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა ევროკავშირის მისამართითაც. საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და თბილისში გადატრიალების მხარდაჭერის ბრალდებებთან ერთად, ევროდეპუტატთა ნაწილმა მიუღებელი უწოდა ევროპული ელიტის სურვილს შეცვალონ არჩევნების შედეგები და ევროკავშირს მოუწოდა პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.
დებატები ბრიუსელში და შეფასებები თბილისი – ნახეთ ანა ბროლაძის სიუჟეტში.