დაზიანებული ყურძნის ჩაბარება

კახეთში მოსული სეტყვის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ დაზიანებული ყურძნის კრეფა და ჩაბარება დაიწყო.

სეტყვამ მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში 150 ჰა-ზე მეტი ვენახი 30-40 %-ით დააზიანა. სახელმწიფომ ფერმერებისგან დაზიანებული ყურძნის მიღება ახმეტის ღვინის საწარმოში დაიწყო. დაზიანებული მოსავლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

დატოვე კომენტარი