დაყადაღებული ფონდები - პოლიტიკური შეფასებები

ფონდების დაყადაღების საკითხი კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფონდები „ქართული ოცნების“ მითითებით დააყადაღეს და მმართველი გუნდი რეპრესიული გზით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. „ქართული ოცნება“ კი მიიჩნევს, რომ ფონდების დაყადაღებას საფუძველი აქვს და უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საქმეზე მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი.