საქართველო-სომხეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს ქვეყნის ლიდერებმა დავოსში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
გიორგი გახარიამ ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით – „ახალი ხედვა ევროპისა დ აზიისთვის – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“. შეხვედრის მონაწილეებმა ევროპისა და აზიის ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ორი კონტინენტის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული დაკავშირების კონტექსტში.