დავოსის ეკონომიკური ფორუმი  

შვეიცარიის ზამთრის კურორტი მსოფლიო ლიდერების და ცნობილ ბიზნესმენთა თავშეყრის ადგილია – დავოსი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს.

ქართულ დელეგაციას საშუალება აქვს, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი წამყვანი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნოს. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, რომელიც კონკრეტულ ბიზნეს-პროექტებზე უკვე ესაუბრა ჩინეთის უმსხვილეს კერძო საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტს. ამ ჯგუფის საქმიანობის ძირითადი სფეროები ენერგეტიკა, ჯანდაცვა და უძრავი ქონებაა.

გურამ როგავა აშუქებს დავოსის ფორუმს.