დავით ზალკალიანმა ბოტსვანელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს და ბოტსვანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ბოტსვანელ კოლეგას საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც.
ვიზიტის ფარგლებში ბოტსვანის დელეგაცია იუსტიციის სახლს ესტუმრება. ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.