დავით ზალკალიანის ვიზიტი

მეორე დღეა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის დედაქალაქში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს. დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დღეს მან შეხვედრა გამართა პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც.

დღის მეორე ნახევარში კი მინისტრები უკვე გადაინაცვლებენ იმ სამმხრივ მინისტერიალზე, რომელიც რუმინეთის, თურქეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ფორმატში იმართება და რომელზეც წელს პირველად მიწვეულნი არიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრებზე მხარეებს შორის მთავარი განსახილველი საკითხები კი რეგიონში არსებულ ვითარებასა და ნატო-ს სამიტის მოლოდინებს ეხება.

თამარ წიკლაური დეტალებით.

დატოვე კომენტარი