ნატო-ს მინისტერიალი - დავით ზალკალიანის გამოხმაურება

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დღესაც გრძელდება და მასში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობს. მან განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელა.

„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“ – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“  პირად გვერდზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიღებას. „ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. „ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის სტოლტენბერგის  მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა ზალკალიანმა.

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების  ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.

ნატო-ს მინისტერიალი