დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

დავით ზალკალიანი ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა.

მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ვანუატუს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

ვიზიტი 15 მარტამდე გაგრძელდება და შეხვედრები დაგეგმილია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.