დავით ზალკალიანი რუმინეთში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

რუმინეთში იწყებს დღეიდან ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.

ხვალ ბუქარესტში შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივებს, ოთხი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები განიხილავენ.

საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის პირველი დიპლომატები ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერენ ხელს.

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მის რუმინელ და თურქმენ კოლეგებთან და ასევე რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.