დავით ზალკალიანი ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ბრაზილიელ კოლეგას შეხვდა. ბრაზილიის ახალარჩეული  მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირველ შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ბრაზილიის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას შეეხო. აღინიშნა პოზიტიური დინამიკა ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით.

საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ლათინური ამერიკის რეგიონში, კერძოდ ვენესუელაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს გადაწყვეტილებას გარდამავალი მთავრობის მხარდაჭერის თაობაზე და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი კონტაქტები მომავალშიც გაგრძელდება.