დავით ზალკალიანი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

12:13, 06.02.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს მართავს.

შეხვედრა გამართა რესპუბლიკელ სენატორებთან, ჯეიმს რიშთან და რონ ჯონსონთან, ასევე რესპუბლიკელ კონგრესმენთან, ბილ ფლორესთან.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა აშშ-ს კონგრესის მხრიდან საქართველოს გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას.

დავით ზალკალიანმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელებს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.

მსგავსი