დავით ზალკალიანი: აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გააკეთა, რომელიც აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

დავით ზალკალიანი ამერიკის სენატსა და კონგრესში გამართულ შეხვედრებს დაესწრო. შეხვედრებზე საუბარი ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციას, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს შეეხებოდა.

მნიშვნელოვანი იყო სენატორ გრემის განცხადება. სენატორმა საქართველოს პროდასავლურ კურსზე ისაუბრა და რუსეთის სამეზობლოში მისი როლი გამოყო.