დავით ტოტიკაშვილი პირველი ჩოგანი გახდა.
ღია პირველობა 14 წლამდე ასაკში ჩატარდა. რაც ეხება გოგონათა კატეგორიას, გამარჯვება ლიზი დოლიძემ მოიპოვა.
შეჯიბრის 16 წლამდე ბიჭებისა დ გოგოების კატეგორიაში კონკურენტებს გაგოშიძე თათამ და ლაშა-გიორგი კიკვიძემ სძლიეს.
ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ გამარჯვებულებით დაკომპლექტდება ევროპის ღია პირველობაზე გასაგზავნი გუნდი.
საქართველოს ღია პირველობა მიმდინარე კვირის ორშაბათს დაიწყო და ოთხ დღეს გაგრძელდა.