დავით თევზაძის ბრიფინგი

სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა. განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, დავით თევზაძემ გააკეთა. მისი თქმით, კოდექსში არსებული ბევრი ხარვეზის მიუხედავად, ის აწესრიგებს მნიშვნელოვან პრობლემურ მიმართულებებს, რის გამოც, საქართველოს პრეზიდენტმა მისი ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.