დავით სონღულაშვილი საზღვაო რესურსების დაცვის კონფერენციაზე

„მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“, – ამ  სახელწოდებით საფრანგეთის ქალაქ ნიცაში კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს. კონფერენციაზე  სიტყვით გამოვიდა  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რომელიც ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს გაესაუბრა. ამასთან, მინისტრმა პირისპირ შეხვედრები გამართა ფინეთის, ისლანდიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების გარემოს დაცვის მინისტრებთან, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  გენერალურ დირექტორთან. ის ასევე შეხვდა პარიზის მერს ან იდალგოს და საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს ბრუნო ფუქსის. დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზებზე, გარემოსდაცვით საკითხებზე და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.  კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.