დავით სონღულაშვილი გაერო-ს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
სესია 8-13 დეკემბერს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სათაო ოფისში მიმდინარეობს და მისი მთავარი გზავნილია – „მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის.“ სესიას 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი და 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. დავით სონღულაშვილმა, ყურადღება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. მისივე სიტყვებით, საქართველოს სტრატეგიული არჩევანი კვლავაც მშვიდობაა – როგორც მუდმივი პასუხისმგებლობა და განვითარების ფუნდამენტური საფუძველი. ღონისძიების ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა კოლეგა მინისტრებთან პირისპირ შეხვედრებიც გამართა.