გახმაურებული მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეიცვალა. ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი გადაწყვეტილებების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2004 წლის ოქტომბერში დანაშაული სწორედ ბეჟანიძემ ჩაიდინა.
სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის განაჩენს ბრალდებულის ოჯახისგან მწვავე რეაქციები მოჰყვა. ადვოკატი დავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.
14 წლის წინ, პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მომხდარი მკვლელობა და მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები: თეონა ხუბულავა დაინტერესდა, რატომ არ დაემთხვა სასამართლოს პირველი, მეორე და უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილებები ერთმანეთს.