თბილისის საქალაქო სასამართლო, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.
ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებიდან და დაზარალებული პირებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დააკმაყოფილოს. ბრალდების მხარე კი სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი დავით კოდუა პოლიციამ ცოლსა და შვილზე სავარაუდო ძალადობისთვის დააკავა. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.