დავით კეზერაშვილის განცხადება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ტელეკომპანია BBC-მ, მის მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა პლატფორმიდან მოხსნა საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა. „სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები აჩვენებს, რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად – წერს კეზერაშვილი.