დავით გარეჯის  საქმე - გამოკითხვა პროკურატურაში

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეთანხმების კომისიის ყოფილი წევრების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს პროკურატურამ საქმეში არსებული ახალი მასალები – გამოკითხვის ოქმები გადასცა. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე.

გიორგი კობერიძე გაგვაცნობს, რას აცხადებენ ბრალდებულთა ადვოკატები და აკეთებს თუ არა კომენტარს ყოფილი მინისტრი.