დავით გარეჯის საქმე და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის პეტიცია

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია საზღვრების საქმეზე მიმდინარე ძიების შეწყვეტასა და ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას ითხოვს. პეტიციის ხელმომწერები საკუთარ მოთხოვნას მოახლოებული არჩევნებით ამყარებენ და გახმაურებული საქმის მიღმა ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებს ხედავენ.

განცხადებაში მმართველ გუნდთან ერთად გაკრიტიკებულია სასულიერო პირთა ნაწილიც, რის გამოც პეტიციის ხელმომწერთა მოთხოვნას საპატრიარქოს მხრიდან საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ოპოზიციაც პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს 1938 წლის 1 200 000-იან რუკას, რომელიც გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა და რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთებს, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილს საქართველოს საზღვრებში აქცევს.