დავით გარეჯის საქმე

საზღვრების საქმის გამოძიებიდან კიდევ ერთი დოკუმენტის შესახებ ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ოთხი ქვეყნის არქივებში მოძიებული რუკები ქართული მხარის თხოვნით უცხოელ ექსპერტებსაც აქვთ შესწავლილი. კომპანია „შერმანისთ სტერლინგის“ მიერ 22 სექტემბრით დათარიღებულ დასკვნაში წერია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადავო სასაზღვრო მონაკვეთების განხილვის დროს 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის რუქა საქართველოსთვის სასარგებლოა. ანუ ის რუქა, რომლის მოძიების გამო 2006-2007 წლების შეთანხმება გამოძიების ინტერესის საგანი გახდა. არქივებში ნაპოვნი კარტოგრაფიული მასალები ქართულმა მხარემ უკვე გაუგზავნა აზერბაიჯანელ კოლეგებს. 2019 წლიდან განახლებული ორმხრივი სამთავრობო კომისიის შეხვედრის თარიღი ახლა ზუსტდება.

სხდომაზე ახლად მოძიებულ მასალებსაც განიხილავენ, რომლებიც ოპოზიციისთვის ისევ არასანდოა, აზრი იყოფა სასულიერო პირებს შორისაც.