დავით ბაქრაძემ საარჩევნო კამპანია საოკუპაციო ზოლთან დაასრულა

საარჩევნო კამპანია საოკუპაციო ზოლთან სიმბოლურად დაასრულა დავით ბაქრაძემ. მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს მან  მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ლამისყანადან მიმართა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, პრეზიდენტისთვის არ არსებობს უფრო დიდი საქმე, ვიდრე ჩვენი სამშობლოს გამთლიანებაა. ვიდეომასალა კანდიდატის პრესსამსახურმა გაავრცელა.