დავით ბაქრაძე საქართველოში მოღვაწე ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოში მოღვაწე ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა.

დავით ბაქრაძის თქმით, ეს შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რადგან პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს უცხოელ ბიზნესმენებთან და ინვესტორებთან ურთიერთობა, რადგან ქვეყანაში ჩამოვიდეს მეტი დაინტერესებული პირი, ჩაიდოს ინვესტიცია და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.

შეხვედრა ამერიკული სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა.