თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსულ და შვეიცარიულ კომპანიებს შორის დავა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, დღეს ბოლო სხდომა გაიმართა. სამოქალაქო დავა ბრენდ „სტალიჩნაიას“ სასაქონლო ნიშნებს ეხება. რუსული კომპანია ითხოვს, რომ საქართველოში გაუქმდეს შვეიცარიული კომპანიის სასაქონლო ნიშნები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში პოლონეთში წარმოებული არაყი შვეიცარიული ლიცენზიით შემოდის. ეს სარჩელი პირველმა ინსტანციამ ერთხელ უკვე დააკმაყოფილა, ახლა კი ამ გადაწყვეტილებას შვეიცარიული კომპანია სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
შვეიცარიული კომპანია ეს-პი-აი ამ სავაჭრო ნიშანს 180-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანიას კანონიერი უფლება აქვს და წლებია, პოლონეთში წარმოებული არაყი საქართველოში შემოდის. რუსეთის სახელმწიფო კომპანიას კი სურს, მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს და სასამართლო დაარწმუნოს, რომ მათ ინტერესებზე ზრუნავს და სასაქონლო ნიშნის შემოტანის უფლება მხოლოდ მას აქვს. რუსული კომპანიის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია. გადაწყვეტილება 29 იანვარს გამოცხადდება.