დავა მილიონებზე – დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ ყოფილ თანაგუნდელებს შორის დღითიდღე მწვავდება. ბრალდებები ისევ ფინანსურ რესურსებს, გავლენების გადანაწილებას, გუნდის ღალატსა და მილიონებს უკავშირდება. „ოპოზიციის ერთი სიის გარშემო გაერთიანება ჩაშალა საბანკო მაფიამ „ახლების“ კოალიციაში ფინანსური კონტრიბუციით“ – ასეთია დღევანდელი გზავნილი მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან.
ოპოზიციაში არსებული ღია დაპირისპირება პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა.