„ლიდერფუდის“ მეპატრონე, დავით ზეიკიძე, საკუთარ სიძესთან, ირაკლი დუმბაძესთან, სასამართლო დავას აგრძელებს. დავით ზეიკიძის უფლებადამცველები დუმბაძეს კომპანიის კუთვნილი ქონების გაფლანგვასა და უკანონო ინვესტიციების მითვისებაში ედავებიან. ზეიკიძის ადვოკატი ხვალ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს.