დაუწესდება თუ არა ახალი სანქციები რუსეთს

აშშ-ის პრეზიდენტი ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, შემოიღოს თუ არა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ საერთოდ არაფერი გააკეთოს. დონალდ ტრამპმა, რომელმაც ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ისევ გამოთქვა თავისი პოზიცია რუსეთისა და უკრაინის ომის შეჩერების მცდელობებთან დაკავშირებით და თქვა, რომ სამშვიდობო პროცესში არცერთი ასპექტით არ არის კმაყოფილი. აღნიშნა ისიც, რომ მან ჯერ ვერ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტის დარწმუნება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.