სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული.
ტერიტორიაზე ასევე ნაპოვნია წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და ექვსი კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი. საამქრო ამჟამად დალუქულია, საქმე კი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროშია გადაგზავნილი.