დაურ ბუავას საქმე – პროკურატურის მასალები

21:01, 30.08.2026

ახალი მტკიცებულებები დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეში. პროკურატურა ვიდეოჩანაწერებს ასაჯაროებს. ცნობილი ხდება ის გარემოებაც, თუ როგორ მოხვდა ნარკოტიკული საშუალება გარდაცვლილის საცხოვრებელ ბინაში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყება ექსპერტიზის დასკვნის შედეგებზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, აფხაზ ვლოგერს ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. გაფართოვდა ბრალდებულთა წრეც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა, გამოძიების ინფორმაციით, სწორედ დაკავებულთაგან ერთ-ერთმა, უკრაინის მოქალაქე ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა. მან კი აღნიშნული ნივთიერება დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა. გამოძიება ირწმუნება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები გარდაცვლილსაც იცნობდნენ.

მსგავსი