დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე – შსს-ს განცხადება

15:01, 30.08.2026

გამოძიების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება, რომლის მოხმარების შედეგად დაურ ბუავა გარდაიცვალა, მის მეგობარ გოგოს ნაცნობმა უფასოდ გადასცა. ის სხვა პირთან ერთად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა გავრცელების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – „მარიხუანა“ და „მეთადონი“. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს, დაურ ბუავასა და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა. „გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ სწორედ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა გადასცა აფხაზი ბლოგერის მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მან ბუავასთან ერთად მოიხმარა. შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა და დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს. სამართალდამცველებმა დაურ ბუავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკრაინის მოქალაქე ქალი, გუშინ განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მსგავსი