დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე – გამოხმაურებები
დაურ ბუავას საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბრალდებულის დაკავებამდე, მძიმე პოლიტიკური ბრალდებები კეთდებოდა. ბუავას გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები და ხელისუფლების ოპონენტები მომხდარს მკვლელობად აფასებდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებებში ისინი პირდაპირ ან ირიბად მიუთითებდნენ ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობაზე.