დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე ნარკოდანაშაულის მუხლით დაკავებულ საბა ბოჭორიშვილს და გივი გუდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ორივე ბრალდებული ესწრებოდა, რომლებიც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ. სახელმწიფო ბრალდება დღევანდელ სხდომაზე ორივე ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის თქმით, არსებობს მიმალვის, დანაშაულის ხელახლა ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. აღნიშნულს არ ეთანხმებოდნენ დაცვის მხარის წარმომადგენლები და გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.