შეფასებების თემაა „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის სტატიაც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი თორნტონის განცხადებას მოწოდებად ვერ აღიქვამს და თვლის, რომ ეს მხოლოდ სხვა ქვეყნების პრაქტიკის გაზიარებაა. მათივე განმარტებით გარეშე პირებს შეუძლიათ გასცენ რჩევები სხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართული მოქალაქეებისთვის, თუმცა გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს. მმართველ გუნდში კი თვლიან, რომ თორნტონის განცხადება ქართველი ხალხისთვის პირდაპირი მოწოდებაა და ის ამ სტატიებით საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ გეგმებს აცხადებს.