დათმობს თუ არა ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს

შეცვლილი პოზიცია ციხიდან.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს არ დატოვებს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ თანაგუნდელებს, მამუკა ხაზარაძის მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა, დღეს აზრს იცვლის და მხოლოდ ბოიკოტის იდეას ემხრობა. მთავარ არგუმენტად ციხეში მასთან ხშირი კომუნიკაციის საჭიროება სახელდება, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დეპუტატის მანდატის გარეშე ვეღარ მოახერხებენ. საკანონმდებლო ორგანოში დარჩენა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის ბერკეტად მიაჩნიათ პარტიის წევრებსაც, თუმცა ბოიკოტი ძალაში რჩება, რაც ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომებსა და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას ისევ არ მიიღებს. გამონაკლისი მხოლოდ ლევან ვარშალომიძე, ნონა მამულაშვილი და ანა წითლიძეა, რომლებმაც დეპუტატის მანდატზე ინდივიდუალურად თქვეს უარი. მხოლოდ ბოიკოტის გზას ირჩევს „ლელოც“. მამუკა ხაზარაძისგან გასხვავებით, მისი გუნდი პარლამენტში რჩება, თუმცა პლენარულ სხდომებზე აღარ ივლის.

ბრძოლის ამ ფორმებს არ იზიარებს და აკრიტიკებს საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი.