„დაშვებული ფარდის წელთაღრიცხვა”, „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი, 26 ნოემბერს, 23:00
ერთი თეატრის დაუჯერებელი ისტორია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული 12 მილიონი თეატრის ასაშენებლად, რომელიც დღემდე ვერ ხსნის ფარდას. უფუნქციოდ დარჩენილი, დასის და მაყურებლის მიერ მიტოვებული, დანესტილი, ჰაერდახშული, მუდმივად ხარაჩოებში მდგარი შენობა ფოთის ცენტრში, რომელსაც დიაგნოზი ვერავინ დაუსვა. რატომ წვიმს ფოთის თეატრში 15 წლის განმავლობაში შენობის მრავალგზის რეკონსტრუქციის შემდეგაც, რატომ ვერ სუნთქავენ თეატრში ადამიანები, რაში დაიხარჯა 12 მილიონი, რას მალავენ თეატრის არქიტექტურული ნახაზები, რომლებიც დღემდე არავის გახსენებია, რატომ აცხადებს შენობა პროტესტს, რა წინააღმდეგობა იკვეთება პროექტსა და აშენებულ თეატრს შორის – ნახეთ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი „დაშვებული ფარდის წელთაღრიცხვა“.