ნიღბიანი პირების მხრიდან სასტიკი თავდასხმის შედეგად დაშავებულმა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა. მას ტვინის შერყევა, თვალში სისხლჩაქცევა, ფეხისა და კისრის ტრავმა აღენიშნება. ის ექიმების რეკომენდაციით ბინაზე გააგრძელებს მკურნალობას.
რაც შეეხება აქციაზე დაშავებულ 21 წლის ალექსანდრე თირქიას, ექიმებს ის ნელ-ნელა სამკურნალო ძილიდან გამოჰყავთ, უკვე მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან და მან გარკვეული ტიპის კონტაქტის დამყარება შეძლო. ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მაინც მძიმე რჩება.