დაშავებულების მდგომარეობა

18:07, 20.11.2026

აფეთქებისას დაშავებული ორი ბავშვი – 11 წლის ბიჭი და 4 წლამდე გოგონა ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებიან. მათ ყველა საჭირო კვლევა უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ამ დრომდე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება 31 წლის მამაკაცს, რომლის სახლშიც მოხდა აფეთქება, დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სხეულის 87 პროცენტი აქვს დამწვარი.

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშვებულები მოინახულეს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა და თბილისის მერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, ტრაგედიის შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვნის მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგებიც ჩაერთნენ.

 

მსგავსი