აქციის დაშლის დროს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 240-მა ადამიანმა, მათ შორის არის 160 მოქალაქე და 80 პოლიციელი. ამ მომენტისთვის საავადმყოფოებში 55 ადამიანი რჩება. მძიმეა სამი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ორს სახის არეში, ერთს კი თავის ქალის ტრავმა აქვს მიღებული.
რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავდა პირველი არხის ხუთი თანამშრომელიც. მათ შორისაა „მოამბის“ ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ სამართალდამცავებმა დააკავეს.
ჩვენი ტელევიზიის ორი თანამშრომელი ახლაც კლინიკაში იმყოფება.