დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:09, 22.11.2026

19 ნოემბრის ტრაგიკულ დღეს, მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი გამოიყვანეს, მათგან სამი – ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება სასწაულებრივად გადარჩენილი სამი წლის თაია და 11 წლის ბიჭი, რომელსაც შედარებით მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მედიკოსების განცხადებით, ამ დროისთვის, ორივე არასრულწლოვანი აქტიური და კონტაქტურია. მათ ყველა შესაბამისი პროცედურა უტარდებათ, ბავშვებთან მუშაობს ფსიქოლოგიც.

უცვლელი რჩება ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 31 წლის კაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, 87-პროცენტიანი დამწვრობით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მსგავსი