დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია

18:44, 27.10.2026

საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქ. №7-ის მიმდებარედ, ასევე, იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე, დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დასრულდა.ადგილზე დღეს დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. პროექტის ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობი გამწვანდა და მოწესრიგდა საპარკო ინფრასტრუქტურაც. უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟდა კამერები. ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა და დამონტაჟდა განათების ქსელი. ტერიტორიაზე განთავსდა საპარკო ინვენტარი. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით 700 000 ლარი შეადგინა.

მსგავსი